ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი

ევროპარლამენტში პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალზე შეშფოთება გამოთქვეს

ელმარ ბროკი
www.abcnews.al

საქართველომ უნდა განაგრძოს სასამართლოს რეფორმის პროგრამა, განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ელმარ ბროკმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ბრუკმა შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის გამო, შეშფოთება გამოთქვა. მან თეა წულუკიანს სთხოვა, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა ახლახან აღმოჩენილი უკანონო ჩანაწერების თაობაზე. ასევე სასამართლოს შეცდომების კომისიის შექმნის შესახებ და მთავრობის მხრიდან მუნიციპალური საკრებულოების წევრებზე ზეწოლაზე, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლა მოხდა. 

მინისტრმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ინსტიტუციონალური გარანტიების გაძლიერებისა და პროკურატურის რეფორმის შესახებ. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლასა და იუვენალური იუსტიციის გარდაქმნის გეგმებზე. წულუკიანის თქმით, რეფორმები ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

შეხვედრის დასასრულს, ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ისინი ამ განვითარებებს დამაიმედებლად აღიქვამენ და მნიშვნელოვან სფეროებში განაგრძობენ პროგრესისათვის თვალყურის დევნებას.

 

კომენტარები