კალათბურთის ფედერაცია

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები
sportall.ambebi.ge

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები დღეს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შეხვედრას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული პირებიც ესწრებოდნენ. ქუთაისის საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამგეობის წევრებს შენიშვნებითა და წინადადებებით მიმართეს, თავის მხრივ კი, გამგეობა მათ დაჰპირდა, რომ ყველა საკითხი გადაწყვეტილებების მიღებისას იქნება გათვალისწინებული

გამგეობის მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს, რუსთავში, აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან გაიმართება.

 

კომენტარები