კალათბურთის ფედერაცია

ლიპარტელიანი: ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ

gbf.ge

ბესიკ ლიპარტელიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლიპარტელიანი კალათბურთის ფედერაციას 2001 წლიდან -  12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 11 დეკემბერს გასამართ არჩევნებში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი - მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია და მიხეილ გაბრიჩიძე მიიღებენ.

თუ სად და როგორი წესით გაიმართება კალათბურთის ფედერაციის პრეზდენტის არჩევნები და ვინ იქნებიან დელეგატები, ამის შესახებ გადაწყვეტილებას გამგეობა ხვალ, 15 ნოემბერს მიიღებს.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ორი წლის წინ მივიღე, შევეცადე მაქსიმალურად სრულყოფილი გარემო ყოფილიყო ყველა კანდიდატისთვის, შევეცადეთ საკალათბურთო საზოგადოების აზრი გაგვეგო. ახლა გამგეობას სრული თავისუფლება აქვს, რათა ხვალ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან დელეგატები", - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.

კომენტარები