უწყებათაშორისი კომისია

თეა წულუკიანი: ქედის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაოს

უწყებათაშორისი კომისია ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ქედაში მათი პარტიების წარმომადგენლებმა ურთიერთიმპიჩმენტის პროცედურების მცდელობები შეწყვიტონ. შესაბამისი რეკომენდაცია კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გამოსცა. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განუცხადა, ნაციონალური მოძრაობა ქედის გამგებლის იმპიჩმენტს ცდილობს, ხოლო ქართული ოცნება - საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს.

"ქედაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ერთად იმუშაონ, საკადრო გადაადგილებები კი არ უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა წულუკიანმა.

უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საკითხებიც განიხილა. მსჯელობის საგანი იყო რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა საკითხიც.

კომენტარები