უწყებათაშორისი კომისია

"ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს უწყებათაშორისი კომისიის დატოვებისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს უწყებათაშორისი კომისიის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

"ევროპული საქართველოს" მდივანი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ პარტიებმა შეთანხმება უნდა შეასრულონ, რომლის მიხედვითაც მათ უნდა დატოვონ კომისია. 

კანდელაკი ამბობს, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ჯერ კიდევ რჩებიან კომისიაში. 

"იმის მაგივრად, რომ კომისია დაკავებული ყოფილიყო პრობლემების გამოსწორებით, ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციით და კონსტრუქციული დიალოგით. ამის მაგივრად, გადაიქცა პროფანაციად თანამშრომლობისა, რის გამოც კომისია დატოვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. სამი მთავარი კანდიდატიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ქალბატონ ჭალიძეზეა საუბარი, ბატონ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელი, მისი ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის, ჯერ კიდევ ინარჩუნებს წევრობას უწყებათაშორისი კომისიისა, რაც ხელს უშლის პროდასავლურ ოპოზიციას, აუხსნას ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თუ რაოდენ არაკონსტრუქციული და არაცივილიზებული გარემო შემქნა „ქართულმა ოცნებამ",- ამბობს კანდელაკი. 

10 სექტემბერს, უწყებათაშორისი კომისია დატოვა "ევროპულმა საქართველომ". 14 სექტემბერს, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და საიამ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-მ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, "საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს კომისიას".

კომენტარები