უწყებათაშორისი კომისია

ევროპული საქართველო უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

ტაბულა

"ევროპული საქართველო" უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. 

პარტიის წევრის ოთარ კახიძის თქმით, კომისია, რომლის თავჯდომარე თეა წულუკიანია, საჩივრებზე არ რეაგირებს. მისი მუშაობა კი ფორმალურია და ფარსი.

"კომისიის მუშაობა დახურულია მედიისთვის, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს შიგნით რაც ხდება. არცერთ დარღვევაზე არ დაფიქსირებულა ადეკვატური რეაგირება. მინისტრი თავს ესხმის არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც და პრაქტიკულად იქ დარჩენის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ და სანამ ეს ესეა, სანამ ასეთი ფარსია, სანამ ასეთი პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი ხელმძღვანელობს ამ პროცესს ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს, რომ გავაგრძელოთ ყოფნა და მუშაობა აღნიშნულ კომისიაში", - ამბობს კახიძე.

14 სექტემბერს, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და საიამ. 

კომენტარები