უშიშროების საბჭოს მოწვევა

მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომა რაიმე პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს

გიორგი მარგველაშვილი

ქართული ოცნების საპრეზიდნეტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს.

"იმ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს პოლიტიკური კამპანია, როცა უაღრესად დაძაბული ვითარებაა, როცა მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეალურად ოპოზიციაშია თავის ქვეყანასთან, ჩემი აზრით, უშიშროების საბჭოს სხდომა რაიმე პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს. შესაბამისად, მგონია, რომ მთავარი ამ ვითარებაში არის საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად მიყვანა ბოლომდე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა.

 

კომენტარები