უშიშროების საბჭოს მოწვევა

ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ მუშაობს. 

"საქართველოს პრემიერმინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს არის პრეზიდენტის პიარ-აქცია. საქართველოს მთავრობა დაკავებულია ამ საკითხების რეალური მოგვარებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა.

კომენტარები