თბილისის ბიუჯეტი

პარლამენტში თბილისის 2014 წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტს განიხილავს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში მსჯელობენ. ცნობილია, რომ მომავალ წელს თბილისის მერიის ტრანსფერი 50 მლნ ლარით შემცირდა, ასევე შემცირებულია თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელი თანხები. ფესტივალისთვის გამოყოფილია 6.5 მლნ ლარი, თუმცა, თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის თქმით, ოლიმპიადის ჩასატარებლად 60-64 მლნ ლარია საჭირო. 

"20 ოქტომბრამდე გვაქვს ვადა, რომ საბოლოოდ წარვადგინოთ, ინფრასტრუქტურულ ნაწილში სად და რა შენდება - რა ბიუჯეტით. საუბარია, რომ 44 მლნ გამოიყოს მერიის ბიუჯეტიდან, 20 მლნ გამოიყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, თუმცა, გუშინდელ შეხვედრაზე, მერიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ აღუდგებათ 50 მლნ-იანი ტრანსფერი, მაშინ მთლიანად დააფინანსებს ოლიმპიურ ფესტივალს", - ამბობს ახვლედიანი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით კი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო ინვესტორებთან ოლიმპიადის დაფინანსების მიზნით და ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

 

კომენტარები