თბილისის ბიუჯეტი

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება

თბილისის საკრებულო

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი 60-მილიონიანი ტრანსფერის ხარჯზე გაიზრდება და აღნიშნული თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 60 მილიონი ლარი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოიყოფა, იმ წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე, მმართველ გუნდთან ერთად, აანონსებდა.  

„აღნიშნული პროექტები გულისხმობს, როგორც მეტროს სადგურებისა და მატარებლების მოდერნიზაციას, ასევე დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას,“ - თქვა გიორგი ტყემალაძემ. 

კომენტარები