თბილისის ბიუჯეტი

კალაძე: 2024 წლის თბილისის ბიუჯეტი 1 763 354 000 ლარი იქნება

2023 წლის თბილისის ბიუჯეტთან შედარებით, 2024 წლის ბიუჯეტი 130 მილიონი ლარით მეტი იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, 2024 წლის განმავლობაში, ჩვენი ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც დამტკიცდება. 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მილიარდ 763 354 000 ლარია. მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური, სპეციალური ტრანსფერი, 500 მილიონი ლარი. 

ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც, დაახლოებით, მთლიანი ბიუჯეტის 31%-ია. სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით კი დაგეგმილია 507 მილიონ 632 000 ლარის გამოყოფა და ყველა იმ პროგრამის განხორციელება, რაც თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით მივაწვდით. 

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები