კალათბურთის ფედერაცია

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 15 დეკემბრამდე გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება არა უგვიანეს 2013 წლის 14 დეკემბრისა, ამის შესახებ დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები შეთანხმდნენ. გამგეობის სხდომაზე, ასევე ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე იმსჯელეს და ეროვნული გუნდის ასპარეზობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. გაცხადდა, რომ წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებენ საუნივერსიტეტო გუნდები, რომლებიც სუპერლიგაში ტრადიციულად ასპარეზობდნენ.

კომენტარები