ხუდონჰესი

ქორთიარდ მარიოტთან ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ნეტგაზეთი

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა მიმდინარებს. პარალელურად, სასტუმროსთან მიმდინარე აქციაზე მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ის დამღუპველ კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს და სვანეთში ბუნება და ისტორიული ადგილები განადგურდება. სასტუმროსთან მყოფი უფლებადამცველები პრემიერმინისტრს მიმართავენ და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულებას სთხოვენ. მათი თქმით, დაპირება უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების პროექტების შეჩერება იყო.

აქციაზე მყოფი ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, 26 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ, რათა ჰესის მშენებლობის შეჩერება მოითხოვონ.

აქციის მონაწილეები სვანეთში ჩასვლასა და ადგილობრივების მხარდაჭერასაც აპირებენ.

კომენტარები