საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ილია მეორე: ბატონი ბიძინა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს რა იქნება მომავალში

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრემიერ ივანიშვილთან შეხვედრით კმაყოფილია და მომავალს იმედით უყურებს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ განაცხადა, რომ პრემიერს ტყის განაშენიანების ფონდის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელსაც მისივე თხოვნით, სათავეში პრემიერის მეუღლე ჩაუდგება. 

”ბატონი ბიძინა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს რა იქნება მომავალში, როგორ შეიძლება, რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აყვავდეს სოფლის მეურნეობა. მას აქვს კონკრეტული ძალიან რეალური გეგმები ამასთან დაკავშირებით. მე შევთავაზე ბატონ ბიძინას, რომ ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც მოემსახურება ტყის განაშენიანებას. ტყე აუცილებლად უნდა აღდგეს, ეს ჩვენი ფილტვებია, ეს ჩვენი ჯანმრთელობაა, ეს ჩვენი კარგი მომავალი და მე ვთხოვე ბატონ ბიძინას რომ სათავეში ჩაუდგეს ამას ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე, მეუღლე ბატონი ბიძინასი. მათ ორივემ თანხმობა თქვეს და აი მომავალში, ამას ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ მიიღოს აქტიური მონაწილეობ. ყოველ ნერგზე, დარგულ ნერგზე მიეცეს მათ 50 თეთრი, ეს დაეხმარებათ მათ სწავლის დროსაც და არსებობისათვის. მე დიდად კმაყოფილი დავბრუნდი მასთან შეხვედრით და იმედით ვუყურებ მომავალს.” - თქვა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები