აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ეკონომიკის მინისტრი რუსეთში იმყოფებოდა

არჩილ ხაბაძე
facebook.com

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში იმყოფებოდა  და იქ შესაბამის სამსახურებთან მოლაპარაკებებს მართავდა. მისივე ინფორმაციით, რუსეთში ვიზიტს გეგმავს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფიაც. 

"ბატონი გიორგი იმყოფებოდა რუსეთში რამდენიმე კვირის წინ და შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა შეთანხმება. თუ არ ვცდები ათი ათასი მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო მანქანების გატარების. ეს ერთ ნაწილია. ბატონი შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და შემდგომ ალბათ რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რომ დავალაგოთ ეს სისტემა. მხოლოდ ციტრუსზე არ არის საუბარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთელი მთავრობა იქნება ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ამ შემთხვევაში, იმის თქმა მინდა, რომ აჭარა არ მოქმედებს ინდივიუალურად. ციტრუსი არ არის მხოლოდ აჭარის მთავრობის პრობლემა, როგორც ადრე იყო, ეს მთლიანად საქართველოს მთავრობი პრობლემაა და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, გზებს ვეძებთ, რომ სეზონმა კარგად ჩაიაროს"– განაცხადა ხაბაძემ.

კომენტარები