მადრიდის რეალი

AS: 2006 წელს ნეიმარის ტრანსფერი რეალში 60 000 ევროს გამო ჩაიშალა

as.com

2006 წელს, მადრიდის რეალის ასაკობრივ გუნდში ბრაზილიელი ნეიმარი ვარჯიშობდა. ესპანურმა სპორტულმა გამოცემა AS-მა, ფეხბურთის ფედერაციიდან მოიპოვა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი 14 წლის ასაკში, ორი კვირის განმავლობაში მართლაც ვარჯიშობდა მადრიდულ კლუბში. გაზეთის ცნობით, 2006 წლის ზაფხულში, ესპანეთის დედაქალაქში პატარა ნეიმარი მამასთან და პირად აგენტ ვაგნერ რიბეიროსთან ერთად იმყოფებოდა. ფეხბურთელის სინჯებმა იმდენად კარგად ჩაიარა, რომ კლუბმა მისი დატოვება გადაწყვიტა. შემდეგ კლუბი, პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დატოვა, თუმცა  ტექნიკური მდივანი რამონ მარტინესი კვლავაც დაჟინებით ითხოვდა ნეიმარის ტრანსფერს.

ფეხბურთელის აგენტმა მადრიდულ კლუბს 60 000 ევროს გადახდა მოსთხოვა, რაზეც რეალის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა, რადგან არ თვლიდნენ რომ 14 წლის ბავშვის ტრანსფერში ამ თანხის გადახდა ღირდა. ამის შემდეგ, ნეიმარი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც სანტოსის შემადგენლობაში თამაშობდა და წლეულს ბარსელონაში 57 მილიონ ევროს საფასურად გადავიდა. 

შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ნეიმარის მომავალი გაურკვეველი იყო, მადრიდული კლუბი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობდა და მასში დიდ თანხასაც იხდიდა, თუმცა საბოლოოდ ბრაზილიელი სუპერვარსვკავი ბარსელონას შემადგენლობაში აღმოჩნდა.

კომენტარები