მადრიდის რეალი

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მწვრთნელად დაბრუნდა

flickr

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მწვრთნელად დაბრუნდა. ზიდანმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

ზიდანი პოსტზე სანტიაგო სოლარისს შეცვლის, რომელიც რეალმა დაითხოვა.

ფრანგმა ფეხბურთელმა სამეფო გუნდი 2018 წლის მაისში დატოვა, მას შემდეგ რაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 

ზიდანის თაოსნობით რეალმა UEFA-ს სუპერთასი ორჯერ მოიგო, ერთხელ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობაც მოიპოვა.

 

კომენტარები