მადრიდის რეალი

ტიბო კურტუა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა 

მადრიდის "რეალმა" და ლონდონის "ჩელსიმ" შეთანხმებას მიაღწიეს. "სამეფო გუნდმა" "არისტოკრატებს" 38 მილიონ ევრო გადაუხადა და ამიერიდან, ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ესპანური გუნდის კარს დაიცავს. ამის შესახებ BBC-ი წერს. 

ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ოფიციალურ გვერდზეც დაადასტურა ბელგიელი მეკარის შეძენა და მას წარმატებები უსურვა. 

გავრცელებული ინფორმაციით "რეალმა" კურტუას  6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც მას კლუბი გულშემატკივართან წარადგენს. 

ტიბო კურტუა ჩელსის ღირსებას ოთხი წელი იცავდა. ის ლა ლიგაში 2011-2014 წლებში თამაშობდა, როდესაც მადრიდის ატლეტიკოს ძირითადი მეკარე იყო.

კომენტარები