რელიგიური შეუწყნარებლობა

მარგველაშვილი: უმაღლესი სასულიერო პირები ტოლერანტობას ნერგავენ

გიორგი მარგველაშვილი

მე მიხარია, რომ უმაღლესი სასულიერო პირები რეალურად ნერგავენ ტოლერანტობის კულტურას და ბუნებრივია, მათ მიყვება მრევლიც. ეს განცხადება, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. მარგველაშვილმა ასევე ამ პროცესებთან მიმართებაში, სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა.

"სახელმწიფო ამ პროცესებში, ბუნებრივია იმუშავებს მხოლოდ, როგორც რელიგიური ტოლერანტობის და აგრეთვე სამართელბრივი პროცესების ძირითადი გარანტი”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები