რელიგიური შეუწყნარებლობა

მუფთი მამუკა ვაშაყმაძე: დაპატიმრებული გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალციხის პოლიციასთან წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა.

"ცუდი ამბავი მოხდა, წუხელ პოლიციის შენობასთან დაპირისპირების დროს ფრიდონ გობაძე დააპატიმრეს. აღელვებულმა ხალხმა ვეღარ მოზომა, ჭიშკარს მიადგა, რის გამოც ეს ბიჭი შეაგდეს საპატიმროში. ერთი საათის მერე გავიგეთ, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გობაძის ბაბუას ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. გასვენებაში მისული ხალხი აქეთ მოემართება. საპატრიარქო რეაგირებას არ ახდენს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი არაფერს არ ამბობენ. ხალხი ამ ყველაფერს გულცივად ხვდება, ასე მხოლოდ ჯალათები აკეთებენ და ამ ყოველივეს კარგი შედეგი არ მოყვება", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ  ხულოსა და წალკის მოსახლეობა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამარშრუტო ტაქსებით ახალციხის პოლიციისკენ მიემართება. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 11 ადამიანი, ხოლო 10 გუშნ გაათავისუფლეს. მუფთის თქმით, ადიგენის ჭელის მოსახლეობამ ღამე ახალციხის პოლიციასთან გაათენა და მანამდე დარჩებიან პოლიციის შენობასთან, სანამ დაპატიმრებულებს არ გაათავისუფლებენ. 

"ვითხოვთ დაპატიმრებულების გათავისუფლებას. აგრესიულად მოექცნენ მათ. გუშინ ვესაუბრე ახალციხის სამმართველოს უფროსს, დაპატიმრების მერე ძალადობა არ დაფიქსირებულა. 11 კაცი კვლავ პატიმრობაში რჩება, 10 კი გამოუშვეს. ახლციხის პოლიციასთან ვიმყოფებით. ხულოდან და წალკიდან მოდის ხალხი მხარდასაჭერად. ძალიან მეშინია ცუდი შედეგები არ მოყვეს ამას. ყველა შეურაცყოფილად გრძნობს თავს, სულში ჩაგვაფურთხეს ფაქტიურად. სანამ არ გაათავისუფლებენ, თუნდაც ერთი კვირა გავიდეს, აქ ვრჩებით", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

კომენტარები