რელიგიური შეუწყნარებლობა

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მინარეთის მოხსნაზე: მოხდა ვანდალური ფაქტი

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ მინარეთის მოხსნას ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში დაპირისპირება მოჰყვება. ის ხელისუფლებას მინარეთის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქართველი მუსლიმები მზად არიან კანონიერი პროცედურები დაიცვან და მინარეთის აშენების ნებართვა აიღონ. ნაკაიძე 26 აგვისტოს სოფლიდან მინარეთის მოხსნას ვანდალურს უწოდებს.

”მინარეთი აშენდა ისე, როგორც შენდება ხოლმე სხვა მეჩეთების შემთხვევაში. მაშინ ყველას უნდა მოხსნან მინარეთი” - ამბობს ნაკაიძე. 

კომენტარები