რელიგიური შეუწყნარებლობა

სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მინარეთი მოხსნეს, ადგილზე დაძაბულობაა

სოფელ ჭელას მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

ქართველ მუსლიმთა კავშირის ინფორმაციით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, მეჩეთიდან მინარეთი. მოხსნეს სოფელში ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია.

”მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა სოფელ ჭელაში. ადგილობრივი მოსახლეობისგან ვეღარ ვღებულობთ ინფორმაციას, ყველას, მუსლიმთა წარმომადგენლებს თუ საკონტაქტო პირებს გაათიშინეს ტელეფონები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომელმაც მეჩეთთან არ მიუშვა ადგილობრივი მოსახლეობა, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, როგორც ვიცი სხვადასხვა სოფლებიდან დაიძრა ხალხი იმის გასარკვევად, რატომ მოხდა მინარეთის დემონტაჟი. ვერც გამგებელი და ვერც ვერავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ რაიმე საკანონმდებლო ჩარჩოში მოიყვანს ამას და აღვადგენთ მინარეთს. ეს მინარეთი გამოიწვევს ძალიან სერიოზულ დაპირისპირებას და ამიტომ ვფიქრობთ რომ ამას თვითონვე, თავიდანვე სჭირდება მიხედვა. ” - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე. 

კომენტარები