NATO-საქართველო

აპატურაი: არჩევნებზე NATO პროფესიონალთა დელეგაციას გამოაგზავნის

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

"მოხარული ვარ  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლები მიიწვიოს. ეს არის ნათელი სიგნალი, რომელიც მიუთითებს მათ გადაწყვეტილებაზე, ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორსაც NATO მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა პროფესიონალთა დელეგაციას გამოაგზავნის", - წერს აპატურაი facebook-ზე. 

კომენტარები