ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი, თანამდებობიდან გადადგა. მან პარლამენტს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.

დღესვე ცესკოს საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა აზარაშვილმა, ბრიფინგი გამართა და შემდგომ სამართლებრივ პროცედურებზე ისაუბრა.

"ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს სამ კანდიდატურას. თავმჯდომარეს ირჩევენ ცესკოში დანიშნული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კოალიცია ქართული ოცნების წევრები 5 დღის ვადაში. თუ აღნიშნული წესით, ცესკოში გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ იმავე კანდიდატურებისგან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 დღის ვადაში", - განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე კომენტარს 15 აგვისტოს გააკეთებს.

კომენტარები