ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

ხარატიშვილს უფლებამოსილება დღეს შეუწყდა

facebook.com

ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება დღეს ოფიციალურად შეუწყდა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს 15 დღიანი ვადა, რათა თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ცესკო-ს  წარუდგინოს. 

"პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წევრებმა ერთ-ერთი 5 დღის ვადაში უნდა აირჩიონ ", _აღნიშნა  აზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გააკეთა, ხოლო პარლამენტს ეს განცხადება ოფიციალურად 14 აგვისტოს წარედგინა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ წარედგინა კანდიდატები. არასამთავრობოებმა მას თამარ ჟვანიას კანდიდატურა შესთავაზეს. 

კომენტარები