ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს წევრობის 6 კანდიდატი წარუდგინა

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 განაცხადი შევიდა.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები