მიღება აშშ-ის სამხედრო გემზე

ნორლანდი: საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდება

20 წელზე მეტია აშშ ხელს უწყობს შავ ზღვაში საზღვაო უსაფთხოებას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართული მიღების შემდეგ განაცხადა.

ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი BULKELEY ბათუმში გუშინ შემოვიდა. ხომალდზე მიმდინარეობს წვრთნები ქართული სამხედროებისთვის. დღეს ხომალდზე მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ერთად დაესწრნენ. მათთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. ასევე აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

ელჩის თქმით, ამერიკული გემის ვიზიტის გზავნილი მარტივია: "საქართველოს შეირაღებულ ძალებთან ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები