შსს

ვაკის გამგეობა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა

RFE/RL

ვაკის გამგეობის შენობა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა, - ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"შსს-ს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 აგვისტოს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის და მისი თანაშემწის ოთახიდან მოპარული ნივთები: პერსონალური კომპიუტერი და ფოტოაპარატი ამოიღეს. ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობაც.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 1993 წელს დაბადებული ჯონი ჯ. მორიგეობის დასრულების შემდეგ გამგებლის მოადგილის - რამაზ ლომინაძის სამუშაო ოთახში შევიდა და ფარულად დაეუფლა მის პირად კომპიუტერს, ხოლო მისი თანაშემწის ოთახიდან "ნიკონის" ფირმის ფოტოაპარატი წაიღო. ამის შემდეგ ჯონი ჯ. დაუკავშირდა თავის მეგობრებს: დავით ს-ს და ვალერიან ც-ს და მათ მოპარული ნივთების ლომბარდში ჩაბარება სთხოვა. მოგვიანებით კი გაუმხილა, რომ კომპიუტერი და ფოტოაპარატი გამგეობის შენობიდან მოიპარა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები