2008 წლის აგვისტოს ომი

რიჩარდ ნორლანდი: სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას გამართლება არ აქვს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრემიერმინისტრ დმიტრი მედვედევის ინტერვიუზე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და კონფლიქტის გაჩაღებაში თბილისი დაადანაშაულა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ "ძალიან ბევრი კვლევა და ანალიზი ჩატარდა და ყველა აღიარებს, რომ შეცდომები ყველა მხარის მიერ იქნა დაშვებული. მაგრამ, არ მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას".

რიჩარდ ნორლანდის თქმით, აშშ მუშაობს რუსეთთან, საქართველოსთან და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, ჩართულია მოლაპარაკებებში, "რათა საკითხის გონივრულად მოგვარების გზა მოიძებნოს".

"ჩვენი ყურადღება მიმართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, ძირითადი ყურადღება ჰუმანიტარულ ასსპექტებს უნდა დავუთმოთ, რომ ადამიანებმა ადმინისტრაციული საზღვარი დაბრკოლების გარეშე გადალახონ. არ მგონია, თანამედროვე სამყაროში ახალი ბერლინის კედლისთვის იყოს ადგილი", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

 

კომენტარები