დაკავება

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე დააკავეს

Police.ge

სამართლადმაცავებმა ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სააგენტოსვე ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ ქობულეთის გამგებლის მოადგილის რევაზ კარალიძის დაკავებას უკავშირდება.

რევაზ კარალიძე 20 ივლისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს. 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კარალაძეს 15 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

 

კომენტარები