საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: თუ თავდასხმებში მონაწილეები ჩვენი პარტიის წევრები არიან - გავრიცხავთ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბათუმისა და ზუგდიდის ინციდენტებს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, არ მტკიცდება და მისთვის წარმოუდგენელია, რომ ინციდენტები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კვერცხები დაუშინეს, ქართული ოცნების ოფისიდან იყო ორგანიზებული, რადგან "ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის".

მისივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ ექსცესების ორგანიზებაში ვინმე ქართული ოცნებიდან მონაწილეობდა, ის პარტიიდან გაირიცხება.

"დღესაც გვქონდა საუბარი, რომ მოიტანონ კონკრეტულად გვარები, თუ ვინმე ჩვენი პარტიიდან ამაში მონაწილეობდა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ გავრიცხავთ ქართული ოცნებიდან და ისინი ჩვენი წევრები არ იქნებიან, მკაცრი რეაგირება გვექნება, მაგრამ მეჩვენება, რომ მათ უფრო კარგად იციან საიდან ხდებოდა ამის ინსპირირება. ჩვენი წევრები ვერ იქნებიან ისინი, ვინც არ აძლევენ ნორმალურად გამოსვლის საშუალებას ოპოზიციას. თუ იქცევიან ისინი ისე, როგორც გვექცეოდნენ ჩვენ, მათ ჩვენი რიგებიდან გავრიცხავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები