საქართველოს ეკონომიკა

მთავრობამ 2020 წლამდე ეკონომიკის განვითარების მონახაზი შეიმუშავა

Bidzina Ivanishvili
Official FB Page
პრემიერი ივანიშვილი ბიზნესცენტრში ეკონიმიკური გუნდის ექსპერტებს ხვდება. ბიძინა ივანიშვილს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, ასევე ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში - ემზარ ჯგერენაია, რევაზ საყევარიშვილი, სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი ლექვინაძე და ლადო პაპავა ხვდებიან. 
 
შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას უკვე აქვს 2020 წლამდე საქართველოს ეკონომიკის განვითარების გარკვეული მონახაზი. ცისკარიშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი და სტრატეგია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ერთობლივად არის შემუშავებული. ცისკარიშვილმა დოკუმენტის შეფასებისგან თავი შეიკავა, რადგან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მონახაზია. 

კომენტარები