უგულავას საქმე

გიგი უგულავას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს გაიმართება

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 აგვისტოს გაიმართება, სადაც ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ.

დღევანდელ პროცესზე გიგი უგულავამ ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის ყველა საკვანძო მოწმე "ერთ ნავში ზის".  

მისი თქმით, მოწმეებს შორის არიან სოზარ სუბარის მოადგილე გიგა გიორგაძე, ასევე "ქართული ოცნების ნავში გადამჯდარი" ნიკო ხაჩირაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

თბილისის მერსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. საქმე ეხება ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, თბილსერვისჯგუფის საქმეს.

კომენტარები