რელიგიური შეუწყნარებლობა

სამთაწყაროში პარასკევის მუსლიმთა ტრადიციული ლოცვა არ ჩატარდა

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამთაწყაროში პარასკევის მუსლიმთა ტრადიციული ლოცვა არ ჩატარდა. მუსლიმთა სამლოცველოში არც ადგილობრივი მუსლიმები და არც მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს სამთაწყაროს მოსახლეობის ნაწილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრაზე სოფელში ბოლო დროს გაღვივებულ რელიგიურ შეუწყნარებლობაზე ისაუბრეს. ილია მეორემ განაცხადა, რომ "სინამდვილეში არავითარი უთანხმოება არ არსებობს".  

8 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამთაწყაროს ადგილობრივი ხოჯას, სულიკო ხოზრევანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოფლის მცხოვრებლებისგან რელიგიური ნიშნით მუქარის გამო, გაუარესდა და იგი სამკურნალოდ აჭარაში წავიდა

კომენტარები