ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა

სააკაშვილი: საქართველომ შეიძლება რეგიონში მთავარი ფუნქცია დაკარგოს

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველომ შეიძლება რეგიონში მთავარი ფუნქცია დაკარგოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის პროცესი წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი ორი წლით გადაიდება.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საფრთხის წინაშესაფრთხის წინაშე, დაკარგოს მთავარი ფუნქცია – ესაა რეგიონის ცენტრის ფუნქცია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის შეფასებით, ამ რკინიგზის, ასევე ლაზიკის პორტის მშენებლობის წელს დამთავრება ნიშნავდა იმას, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის და ნატოს ოპერაციის გამოყვანის მთავარი ტვირთბრუნვა წამოვიდოდა საქართველოზე.

 

„ის შანსი, რამაც თავის დროზე ააშენა სინგაპური, რამაც თავის დროზე ააშენა, სხვათა შორის, ფოთის პორტიც, რამაც ააშენა ძალიან ბევრი წარმატებული ქალაქი და ქვეყანა მსოფლიოში, პრაქტიკულად ჩვენივე შეგნებული პოლიტიკით ან თუნდაც ვიღაცის ჯიბრზე გავუშვით ხელიდან. არამგონია, რომ ეს იყოს სწორი მიდგომა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოს თავიანთი სფეროს მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.

 

„ახლა ამ გზიდან გადახვევის დრო არ არის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები