ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის პასუხი ბიძინა ივანიშვილს

„საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აზერბაიჯანისთვის“

 საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აზერბაიჯანის მმართველი პარტიის - ენა აზერბაიჯანის გენერალური მდივნის მოადგილემ მუბარიზ ყურბანლიმ უპასუხა.

„საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აზერბაიჯანისთვის. ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ ურთიერთობები არ შეიცვლება“, - განაცხადა მუბარიზ ყურბანლიმ.

ივანიშვილის განცხადებას აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროც გამოეხმაურა, რომელმაც შეახსენა საქართველოს აღებული ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ რეზონანსთან საუბრისას განაცხადა, რომ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი კითხვებს ბადებს. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა არ შეჩერდება და ახალი მთავრობა ხელს შეუწყობს მის დასრულებას, თუმცა, ამ რკინგზასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები.

კომენტარები