ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა

ივანიშვილი: ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკინიგზა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კუ­რად ბევრ კით­ხვას იწ­ვევს

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა გეოპოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ პირველ ეტაპზე ეკონომიკურ კითხებს ბადებს, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი გეოპოლიტიკურად სასარგებლოა, მაგრამ ეკონომიკურად ეს ქვეყნისთვის პირველ ეტაპზე ბევრ კითხვას იწვევს. გეოპოლიტიკურად კარგია, რაც მეტი ტრანზიტი იქნება საქართველოზე, მაგრამ ეკონომიკურად, როცა ყარსის რკინიგზა გაიხსნება, ჩვენს ძველ, ტრადიციულ რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის და 2-3-ჯერ დიდია, ტვირთბრუნვა შემცირდება. ეს დაეტყობა ჩვენ პორტებსაც. აი, ეს კითხვა დგება," განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, აზერბაიჯანთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ამ საკითხის დარეგულირებასაც შეძლებს. 

 

კომენტარები