თბილისის საქალაქო სასამართლო

დინამო არენასთან დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

დინამო არენასთან დაკავებული, კლუბ თავისუფალი ზონის წევრების სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო.

თავისუფალი ზონის აქტივისტების ადვოკატის, გოგა ონიანის განცხადებით, პოლიციელებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები და განაცხადეს, რომ ხვალამდე შეძლებენ მტკიცებულებების წარმოდგენას, რის შემდეგაც პროცესი ხვალისთვის გადაიდო.

თავისუფალი ზონის აქტივისტები - ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია, ამ დროისთვის თავისუფლები არიან.

შეგახსენებთ, გუშინ პოლიციამ დინამო არენასთან კლუბ თავისუფალი ზონის სამი აქტივისტი დააკავა, რომლებიც თბილისისა და მოსკოვის დინამოს ამხანაგურ მატჩზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

სტადიონის VIP-შესასვლელთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც დააკავეს აქტივისტები - ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია. მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.

კომენტარები