საპრეზიდენტო არჩევნები

პრაიმერის მეორე ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის მეორე ტურში, რომელიც დღეს გორში ჩატარდა, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

დავით ბაქრაძემ, გია ბარამიძემ, ზურა ჯაფარიძემ და შოთა მალაშხიამ პრაიმერის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე საკუთარი ხედვა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. კონფერენციას 500-მდე დელეგატი დაესწრო, რომლებმაც ბოლოს გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინეს. მანამდე კანდიდატებმა შიდა და საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების, ასევე კონფლიქტები მოგვარების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები საზოგადოებას გააცნეს. პირველ ტურში, რომელიც ქუთაისში გაიმართა, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა პრაიმერის დასრულების შემდეგ, თვის ბოლოს გაირკვევა.

კომენტარები