შსს

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პიროვნება დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პიროვნება დააკავა. 

დაკავებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას აღიარებენ. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე. წ. ქურდულ სამყაროს, ამ სამყაროს წესების დაცვით მონაწილეობდნენ ე. წ. ქურდულ გარჩევებში, დავალებებს იღებდნენ ე. წ. კანონიერი ქურდებისაგან, თავის მხრივ კი შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ ე. წ. ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ პირებთან, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები