საქართველოს პარლამენტი

გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებს

https://www.facebook.com/gia.jorjoliani.37

ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებს. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი ამ ინიციატივას მიემხრობა. 

"ვფიქრობ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში დაიწყოს პროცედურა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ოთხშაბათსვე დავიწყებ ამ პროცედურის შესაბამის მოქმედებას. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი სრულად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას. ეს არის საჭირო არა იმისთვის, რომ სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ისედაც ასე იქნება ოქტომბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი მოქმედება ქვეყნისათვის და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო ამ რეჟიმის არქიტექტორი", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში. 

კომენტარები