სნოუდენის საქმე

სნოუდენი მოსკოვში გაფრინდა

rt.com

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც ამერიკული სპეცსამსახურები მოქალაქეთა თვალთვალში ამხილა, ჰონგ კონგიდან მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტო AFP ჩინურ გამოცემა South China Morning Post-ზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის თანახმად, სნოუდენი აეროფლოტის რეისით გაემგზავრა და რუსეთის დედაქალაქში ადგილობრივი დროით 17 საათზე იქნება. თუმცა, წყაროს ცნობით, მოსკოვი დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოგზაურობის საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არის.

რუსულ სააგენტო Интерфакс-ს აეროფლოტში დაუდასტურეს, რომ ასეთი სახელისა და გვარის მქონე მგზავრი თვითმფრინავის ბორტზე მართლაც იმყოფება.  

შეგახსენებთ, სნოუდენი თავს ჰონკონგს აფარებდა. აშშ-მა მას ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა და მის ექსტრადიციას მოითხოვს.  

30 წლის სნოუდენი ადრე CIA-ის ტექნიკური სპეციალისტი იყო. მან ამერიკული დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროვა, რომლებიც ინტერნეტითა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით მოქალაქეების პირადი ინმფროამაციის მოპოვებას და მათზე თვალთვალს ითვალისწინებს.

მანამდე სნოუდენი არ გამორიცხავდა, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს ისლანდიაში ან ეკვადორში მოითხოვდა. 11 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს სნოუდენის თხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ, თუ იგი მოსკოვს ასეთი თხოვნით მიმართავს. 

კომენტარები