სნოუდენის საქმე

აშშ რუსეთის მიერ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას აპროტესტებს

rt.com

ოფიციალური ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, აშშ-ის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს დროებითი თავშესაფარი მისცეს. შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის კონგრესმენებმა და სენატორებმაც.

აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სნოუდენის ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ განუცხადა.

ედვარდ სნოუდენს რუსეთში ერთი წელი შეუძლია ყოფნა, შემდეგ დარჩენას თუ მოისურვებს, იგივე პროცედურა უნდა გაიაროს.

აშშ-ის მთავრობის მიერ ძებნილი ედვარდ სნოუდენი 23 ივნისიდან მოსკოვის აეროპორტში იმყოფებოდა. დაზვერვის ყოფილმა აგენტმა, ამერიკული დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროა, რომლებიც ინტერნეტითა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებას და მათზე თვალთვალს ითვალისწინებდა. 

კომენტარები