სნოუდენის საქმე

რუსეთი სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს განიხილავს

rt.com

ედვარდ სნოუდენის ადვოკატის განცხადებით, აშშ-ის მთავრობის მიერ ძებნილმა დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა მოსკოვის აეროპორტის ტერიტორია დატოვა. ამ ინფორმაციას აეროპორტის ოფიციალური წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

სნოუდენის ადვოკატის ანატოლი კუჩერენას განცხადებით, სნოუდენმა საჭირო საბუთები მიიღო და აეროპორტის სატრანზიტო ზონით რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა.

რუსეთმა სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა დაიწყო, რომლის მიღების შემთხვევაშიც, აშშ-ის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს ერთი წლის მანძილზე რუსეთში დარჩენა შეეძლება, შემდეგ კი პროცედურას თავიდან გაივლის.

სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის შემთხვევაში, აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მკაცრი განცხადებებია მოსალოდნელი. აშშ ოფიციალურ მოსკოვს შეჰპირდა, რომ სნოუდენს სასიკვდილო განაჩენი არ ელოდა და მისი ექსტრადირება მოითხოვა, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა.

ედვარდ სნოუდენი 23 ივნისიდან მოსკოვის აეროპორტში იმყოფებოდა. ყოფილმა აგენტმა ამერიკული დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროვა, რომლებიც ინტერნეტითა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებას და მათზე თვალთვალს ითვალისწინებდა. 

კომენტარები