სნოუდენის საქმე

ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი სნოუდენის გამო შეაჩერეს

rt.com

რუსეთიდან ბოლივიისკენ მიმავალი პრეზიდენტ ევო მორალესის თვითმფრინავი ბოლივიის ნაცვლად იძულებით ავსტრიის აეროპორტში დაეშვა, რადგან არსებობდა ეჭვი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის პრეზიდენტის ბორტზე ყოფნის შესახებ.

ამ ეჭვის საფუძველზე საფრანგეთმა და პორტუგალიამ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის საჰაერო ფრენები გააუქმეს და იგი ვენის აეროპორტში გააჩერეს. თუმცა ედვარდ სნოუდენი ბორტზე არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

სნოუდენი, რომელმაც გაეროსა და ევროკავშირის ოფისებზე ვაშინგტონის ფარული თვალთვალის დეტალები გაახმაურა, რამდენიმე ქვეყნისგან თავშესაფარს ითხოვდა. მათ შორის არ ყოფილა ბოლივია, თუმცა რუსეთში კონფერენციაზე მყოფმა ბოლივიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თხოვნის შემთხვევაში, სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს განიხილავდა. 

კომენტარები