ვიდეო მუქარა

გიორგობიანი: ვიდეომასალის წარმომავლობის დასადგენად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

RFE/RL

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის დასადგენად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც გიორგობიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, ქართულ მხარეს აქტიურად ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები და დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულებამდე ვერ გავრცელდება. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. 

კომენტარები