ვიდეო მუქარა

უსუფაშვილი: ვიდეომასალის წარმომავლობის დადგენაზე მიმდინარე გამოძიების პროცესში წინსვლაა

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე მიმდინარე გამოძიების პროცესში წინსვლაა. ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

უსუფაშვილის განმარტებით, ის დღეს დილით შს მინისტრს ესაუბრა და გამოძიება მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"როგორც მინისტრმა ბრძანა, გამოძიების პროცესში არის წინსვლა. პარლამენტი ამ პროცესს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მსგავსი მოვლენები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ვის მიერაც არ უნდა იყოს გაკეთებული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა. 

კომენტარები