ვიდეო მუქარა

თარგამაძე: ვიდეომასალის წარმომავლობის გამოძიება დაუსაბუთებლად დიდხანს გაიწელა

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, Youtube-ზე გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის დადგენის მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

თარგამაძის განცხადებით, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოების წარმომავლობის გამოძიება "დაუსაბუთებლად დიდხანს გაიწელა".

"კლიპების წარმომავლობა, რომლებშიც არის პირდაპირი მოწოდება ქართველი სამხედრობის განადგურების, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, მათი წარმომავლობის გამოძიება დაუსაბუთებლად დიდხანს გაიწელა. ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოვარდნილი ხალხი, გვქონდა ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ გამოძიებას სჭირდება გაცილებით ნაკლები დრო, ამას ადასტურებს ყველა ექსპერტი. გვაქვს სამწუხარო პრეცედენტები, იგივე ხვედელიძესთან დაკავშირებით. პრეცედენტი იყო, რომ გამოძიება გაიწელა იქამდე, სანამ ეს ადამიანი არ გაამგზავრეს საზღვარგარეთ, სანამ არ დაალაგეს სიტუაცია, როგორც თავად აწყობდათ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ღია საუბარი", - განაცხადა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები