ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ISAF-ის მისია

ავღანეთში დაღუპული სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს

კვირა, 9 ივნისი, 2013 - 11:17
tbl.ge/kqm
დაკოპირდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს. ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრებიც. ცერემონიალს არ დასწრებია საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ქართველი სამხედროების ცხედრები საქართველოში ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს.

„მე მინდა განსაკუთრებულად მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, მთავარი ამოცანაა, რომ მათ მოვუფრთხილდეთ და ვუპატრონოთ. რაც შეეხება ამ გმირებს, მათ ნამდვილად ჩვენი მომავლისთვის გადადეს თავი, საქართველო ამას დააფასებს. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო გამოთხოვება ჩვენს გმირებთან და მე ვთხოვ ყველას, ჩვენი გმირებისადმი პატივის მიგებით კიდევ ერთხელ გამოხატონ დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჭირდება ჩვენს მებრძოლებს, ვაჟკაცებს ავღანეთში“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალმა ბორის ცუგოშვილმა შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

სამხედროების ჩამოსვენებასამგლოვიარო ცერემონიალიISAF-ის მისია

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2014 - 01:02ავღანეთში ISAF-ის მისია ოფიციალურად დასრულდა
  • ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2014 - 11:03საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული უკვე ავღანეთშია
  • სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2014 - 12:37ავღანეთში საქართველოდან კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა
  • პარასკევი, 14 ნოემბერი, 2014 - 14:42თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
  • ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2014 - 18:02ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული და ბრიტანული დროშები დაეშვა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 19:24

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა

ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხოშტარიამ ის მკურნალობა მიიღოს, რაც სჭირდება
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 18:04

ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხოშტარიამ ის მკურნალობა მიიღოს, რაც სჭირდება

2025 წლის 1 ოქტომბერს მეუღლე მოკლა - პირს 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 17:58

2025 წლის 1 ოქტომბერს მეუღლე მოკლა - პირს 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ნინო ლომჯარია ცილისწამებისთვის TV იმედს სასამართლოში უჩივის
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 16:16

ნინო ლომჯარია ცილისწამებისთვის TV იმედს სასამართლოში უჩივის

GWP: 18 ივნისიდან არაგვში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი, ფრთხილად იყავით გადაადგილებისას
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 15:51

GWP: 18 ივნისიდან არაგვში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი, ფრთხილად იყავით გადაადგილებისას

ყველაზე კითხვადი

რუსული Татнефть ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვას ზღუდავს
1რუსული Татнефть ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვას ზღუდავს
2დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა
3Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
4"კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
5FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში