ISAF-ის მისია

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

"ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედროები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები